საქსონ გრამატიკოსი

საქსონ გრამატიკოსი (ლათ. Saxo Grammaticus; დ. დაახლ. 1140 — გ. დაახლ. 1208) — დანიელი მემატიანე. წერდა ლათინურ ენაზე. ეკუთვნის ვრცელი თხზულება „დანიელთა საქმენი“ (ან „დანიის ისტორია“), რომლის პირველი 9 წიგნი მოიცავს პერიოდს დაახლოებით 950 წლამდე და ეყრდნობა სკანდინავიურ მითებსა და თქმულებებს. დანარჩენ 7 წიგნში გადმოცემულია დანიის ისტორიის მდიდარი მასალა დაახლ. 1185 წლამდე. თხზულებაში შესული ერთ-ერთი თქმულება ამლეთუსზე გამოიყენა უილიამ შექსპირმა თავის ტრაგედიაში „ჰამლეტი“.

საქსონ გრამატიკოსი, ლუი მოს ილუსტრცია

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება