საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები

„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოველთვიური ოფიციალური გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1938 წლიდან ქართულ და რუსულ ენებზე. „უწყებებში“ ქვეყნდებოდა საქართველოს სსრ კანონები, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებები, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუნის ნორმატიული ხასიათის ბრძანებულებები და დადგენილებები , ბრძანებულებანი საქართველოს სსრ საპატიო წოდებათა დაწესებისა და მინიჭების შესახებ, საქართველოს სსრ პრეზიდიუმის სიგელით დაჯილდოების შესახებ, საინფორმაციო მასალა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევისა და გაწვევის, რესპუბლიკის ადმინისტრაციული-ტერიტორიულ დაყოფაში ცვლილებათა შეტანისა და სხვა ცვლილებათა შესახებ.

გამოცემა გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებებით: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები (1938-1989), საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები (1990-1991), საქართველოს პარლამენტის უწყებები (1992-1995).

უწყებების ნუმერაციის გადანომრვაში არსობობს რიგი შეცდომები. ასე მაგალითად: პირველი ნაწილი მოიცავს 1-დან 497-ის ჩათვლით; მეორე ნაწილი რატომღაც უკან ბრუნდება და 498-ის მაგივრად 458-დან იწყება და 497-ით სრულდება; მესამე ნაწილი 498-ის მაგივრად ისევ უკან ბრუნდება და 478-ით იწყება და 508-მდე გრძელდება; მეოთხე ნაწილი 509-ის მაგივრად 570-ით იწყება და 650-თ სრულდება. აღნიშნულის შედეგად გამოტოვილია და შესაბამისად დუბლირებულია ათეულობით ნომერი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება