საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა და სტამბა

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობდა და სტამბა — უდიდესი გამომცემლობა ამიერკავკასიაში (საწარმოს სიმძლავრე, საგაზეთო პროდუქციის ჩაუთვლელად, 315 მლნ. დაყვანილ საღებავ-ანაბეჭდს შეადგენს), დაარსდა თბილისში 1929 წელს. გამომცემლობაში ისტამბებოდა 30 დასახელების ცენტრალური, რესპუბლიკური, საქალაქო და საუწყებო გაზეთი (10 ცენტრალური გაზეთის ჩათვლით). მათი ერთჯერადი ტირაჟი საშუალოდ 3362000 ცალს უდრიდა. საერთო ტირაჟი — 665200000 დაყვანილ ცალს. შეკვეთის წესით ისტამბებოდა აგრეთვე 43 დასახელების ჟურნალი, საქართველოს სხვა გამომცემლობათა წიგნები, ბროშურები, სახვითი ხელოვნების ალბომები და სხვა ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ლიტერატურა რედაქტირება