საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირი დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) გაერთიანდა 1992 წლის 27 თებერვალს.

საქართველოს რაგბის კავშირი

2021 წლის კრიზისი რედაქტირება

2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა.[1] რეესტრის განმარტებით, არჩევნები კავშირის ბოლო კრებიდან, გასული წლის 24 თებერვლიდან, 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო. რეალურად კი იგი 10 თვის შემდეგ, 30 დეკემბერს გაიმართა. გარდა ამისა, მათ ირაკლი აბუსერიძეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს.[2]

2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო.[3] გადაწყვეტილებას მორაგბეთა აქციები მოჰყვა.[4] ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას.[2] არჩევნების პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.[5]

რაგბის კავშირის პრეზიდენტები რედაქტირება

სახელი სურათი თანამდებობა დაიკავა თანამდებობა დატოვა
1 ნუგზარ ენდელაძე[6] 1991 1993
2 მურმან ომანიძე 1993 1995
3 ბიძინა გეგიძე 1995 2004
4 მერაბ ანთაძე 2004 2006
5 გიორგი ნიჟარაძე 2006 24 იანვარი, 2016
6 გოჩა სვანიძე 24 იანვარი, 2016[7] 30 ივლისი, 2020.[8]
გიორგი გორგასლიძე (მ/შ) 4 აგვისტო, 2020[9] 20 აგვისტო, 2020[10]
თორნიკე გოგებაშვილი (მ/შ) 20 აგვისტო, 2020[11] 10 მარტი, 2021
ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერი, 2020[12] (უარი)
7 იოსებ ტყემალაძე 10 მარტი, 2021[2] მოქმედი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა“. On.ge. 7 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 „რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს“. On.ge. 10 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა“. On.ge. 8 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „იუსტიციის სახლთან მორაგბეების აქცია იმართება“. On.ge. 4 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „ხმაურის და დაპირისპირების ფონზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. ნუგზარ ენდელაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-04. ციტირების თარიღი: 2020-01-12.
  7. რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს. netgazeti.ge (24 იანვარი, 2016).
  8. გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. reginfo.ge (30 ივლისი, 2020).
  9. რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა. rugby.ge (4 აგვისტო, 2020).
  10. რაგბის კავშირს ახალი დროებითი პრეზიდენტი ჰყავს. popsport.com (21 აგვისტო, 2020).
  11. რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ცნობილია.... lelo.ge (21 აგვისტო, 2020).
  12. ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია. lelo.ge (30 დეკემბერი, 2020).