საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO, სუამი, ბისეკი
სტატისტიკა
მშპ რანგი 116-ე (2019) [1]
მშპ (მუპ) $47,9 მილიარდი (2019)
მშპ ზრდა 4,8% (2018)
მშპ/სულზე $12 227 (2019)
მშპ სექტორით მრეწველობა (24,6%), ვაჭრობა (12,4%), მშენებლობა (11,3%) , ტრანსპორტი და კომუნიკაცია (9,5%), სოფლის მეურნეობა (7,8%) (2018)
ინფლაცია 4,6% (2020)
ღარიბი მოსახლეობა 20,1% (2011)
სამუშაო ძალა 2,011 მილიონი (2019)
სამუშაო ძალა დაკავებულია სოფ. მეურნეობაში (8,2%), მრეწველობაში (23,7%), მომსახურება (67,9%) (2017).
უმუშევრობა 12,7% (2018)
მთავარი მრეწველობა მანუფაქტურა, ფოლადი, ელექტროხელსაწყოები, სამთო მოპოვება, ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $3,566 მილიარდი (2017)
მთავარი პარტნიორები რუსეთი 14,5%, აზერბაიჯანი 10%, თურქეთი 7,9%, სომხეთი 7,7%, ჩინეთი 7,6%, ბულგარეთი 6,6% (2017)
იმპორტი $7,415 მილიარდი (2017)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 17,2%, რუსეთი 9,9%, ჩინეთი 9,2%, აზერბაიჯანი 7,6%, უკრაინა 5,6% გერმანია 5,4% (2017)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი მშპ-ს 44,9% (2017)
შემოსავლები $4,352 მილიარდი (2017)
გასავლები $4,925 მილიარდი (2017)
ეკონომიკური დახმარება ODA $626,0 მლნ (2010)
რედ.

საქართველოს ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები).

ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

2007 წელი „ეკონომიკური ბუმის“ პერიოდი იყო, რადგანაც ეკონომიკის 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2008 წლიდან 2010 წლამდე მშპ-ის ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული. 2010-დან 2012 წლამდე მშპ-ის ზრდის ტემპი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო 2012 და 2013 წლებში ისევ კლების ტენდენციით ხასიათდება.[1]

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები რედაქტირება

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

სახელმწიფო ინსტიტუტები:

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რედაქტირება

რანგი ქვეყანა მიმდინარე ბალანსი
მშპ-სთან მიმართებაში (2010)[2]
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინი[3]
1   აზერბაიჯანი 27.662 22.664
2   რუსეთი 4.807 5.518
3   უკრაინა -2.091 -3.893
4   სომხეთი -13.873 -11.697
5   ბელარუსი -15.522 -13.442
6   ლიეტუვა 1.835 -1.860
7   მოლდოვა -8.300 -9.897
8   ესტონეთი 3.565 2.424
9   საქართველო -9.618 -11.700
10   ლატვია -22.938 -8.320

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რედაქტირება

რანგი ქვეყანა ინვესტიციები პროცენტულად მშპ-სთან მიმართებაში (2010)
1   ესტონეთი 85,6
2   საქართველო 67,1
3   ყაზახეთი 61,1
4   უკრაინა 42,5
5   რუსეთი 28,7
6   სომხეთი 18,5
7   ბელარუსი 18,3

საერთაშორისო ფულადი გზავნილები რედაქტირება

საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობამ 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, 1,73 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გადმორიცხული თანხების მოცულობით, ლიდერ პოზიციაზე მუდმივად რუსეთის ფედერაციაა, რომლის მაჩენებელმაც 2019 წელს 428,89 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მოწინავე ქვეყნების სია (გადმორიცხული თანხის მოცულობით):

ქვეყანა 2019 (მლნ აშშ დოლარი)
1 რუსეთი 428,89
2 იტალია 239,17
3 საბერძნეთი 192,56
4 აშშ 178,41
5 ისრაელი 162,55
6 თურქეთი 94,85
7 გერმანია 49,81
8 უკრაინა 47,3
9 ესპანეთი 30,9
10 ყაზახეთი 26,63
11 საფრანგეთი 26,37
12 აზერბაიჯანი 22,17
13 ბრიტანეთი 16,89
14 კანადა 14,21

საგარეო ვაჭრობა რედაქტირება

ექსპორტი რედაქტირება

  1. სპილენძის მადნები — 11,3%
  2. ფეროშენადნობები — 9,1%
  3. ავტომობილები — 8,4%

იმპორტი რედაქტირება

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 8,9%
  2. სამკურნალო საშუალებები — 8,9%
  3. ავტომობილები — 6,1%

სავაჭრო პარტნიორები რედაქტირება

  1. აზერბაიჯანი 10,9%
  2. ბულგარეთი 9,7%
  3. თურქეთი 8,4%
  4. სომხეთი 8,2%
  5. რუსეთი 7,4%
  6. ჩინეთი 5,7%

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

საქართველოში სოფლის მეურნეობა ტრადიციულ და პრიორიტეტულ დარგად მიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, ის მაინც შედარებით ჩამორჩენილ დარგად რჩება. 1996 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 34% იყო. ამ მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. 2018 წლის მონაცემებით სოფლის მეურნეობა შეადგენს საქართველოს ეკონომიკის 7,8%-ს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 39%-ია. 2020 წლის მონაცემებით სოფლის მეურნეობაში 659 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმეტესობა საკუთარ მეურნეობაშია თვითდასაქმებული. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მისი გადამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტები და სასმელები ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია. 2013-2019 სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1,5% იყო.

საქართველოში 788 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშNულების მიწაა. ოჯახური მეურნეობის სარგებლობაში საქართველოში საშუალოდ 1,14 ჰექტარი მიწაა. მცირემიწიანობა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას აფერხებს. დაბალია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების დონე. საქართველოს სოფლის მეურნეობაში შრომის პროდუქტიულობა დაბალია. სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი გამოუყენებელია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი ვერ იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. ინვესტიციებს ასევე ხელს უშლის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვაც.

საქართველოს ძირითადი მარცვლეული კულტურებია სიმინდი და ხორბალი. ხორბლის მოსავლის 80% მოდის კახეთის რეგიონზე, ხოლო სიმინდის მოყვანის კუთხით წამყვანია კახეთი, სამეგრელო და იმერეთი. ბოსტნეულ კულტურებში წამყვანია კარტოფილი, რომელიც, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთში მოჰყავთ. მრავალწლიან კულტურებში წამყვანი კულტურებია ყურძენი, ვაშლი, მანდარინი, ატამი და თხილი. ვაშლის წარმოების 87% შიდა ქართლზე მოდის. კახეთზე მოდის ყურძნის 72% და ატმის 79%. სამეგრელოზე მოდის თხილის მოსავლის 56%, ხოლო აჭარაში ციტრუსის 73% იწარმოება.

მესაქონლეობაში იკლებს პირუტყვის სულადობა. 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოში ირიცხებოდა 1 912 ათასი პირუტყვი. მათ შორის უმეტესი წილი მოდის მსხრილფეხა რქოსან პირუტყვზე, ასევე ცხვარსა და თხაზე. შედარებით ნაკლებია ღორის რაოდენობა.

სამთო მოპოვების სექტორი რედაქტირება

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში.2016 წლის მონაცემებით სამთომოპოვებითი მრეწველობის მთლიანი გამოშვება შეადგენდა 563 მილიონ ლარს. მოქმედი სამთო-მოპოვებითი საწარმოებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კაზრეთის ოქროს, ჭიათურის მანგანუმის, ტყიბულის ქვანახშირისა და ჩორდის ბარიტის საბადოები.[4]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Forbes Georgia
  2. IMF, World Economic Outlook Database, April 2012
  3. IMF, World Economic Outlook Database, April 2012
  4. სამთო–მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენა საქართველოს ბუნებრივ და სოციალურ ეკონომიკურ გარემოზე და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივები, CENN,2016