საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი რესპუბლიკა.

საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ფრანგი ხალხის მიერ განხორციელებული საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი იყო. 1792 წლის 21 სექტემბერს ეროვნული კონვენტის მიერ მონარქია გაუქმებულად – მეორე დღეს კი, საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. ეს მოვლენა ევროპაში რესპუბლიკური იდეის აღორძინების დასაწყისად იქცა. დამკვიდრდა წელთაღრიცხვის ახალი სისტემა ე.წ. საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი სადაც ყველა თვეს სახელი შეეცვალა, ხოლო 1792 პირველ წლად გამოცხადდა.

საფრანგეთის რესპუბლიკა
République française


17921804
დროშა
დევიზი
Liberté, Égalité, Fraternité
ჰიმნი
"La Marseillaise"

პირველი რესპუბლიკა 1801 წელს
დედაქალაქი პარიზი
ენა ფრანგული
რელიგია კათოლიციზმი
ფულის ერთეული ლივრი, ფრანკი, ასიგნაციები
მმართველობის ფორმა ავტორიტარული რესპუბლიკა
ისტორია
 - ბასტილიის აღება და საფრანგეთის რევოლუცია 14 ივლისი 1789
 - ლუი XVI-ის დამხობა 21 სექტემბერი 1792
 - ტერორის მმართველობის დასაწყისი 5 სექტემბერი 1793
 - (პირველი) მონობის გაუქმება 4 თებერვალი 1794
 - თერმიდორული გადატრიალება 24 ივლისი 1794
 - 18 ბრიუმერის გადატრიალება 9 ნოემბერი 1799
 - ნაპოლეონის გამოცხადება იმპერატორად 18 მაისი 1804

არსებობის მანძილზე პირველმა რესპუბლიკამ მმართველობის სამი ფორმა გაიარა: ეროვნული კონვენტი (1792–1795 წწ.), აღმასრულებელი დირექტორია (1795–1799 წწ.) და კონსულატი.

პირველმა რესპუბლიკამ ოფიციალურად 1804 წლის 14 მაისამდე, საფრანგეთის პირველი იმპერიის შექმნამდე იარსება. მის მმართველებს შორის იყვნენ ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც პირველ საბჭოში მსახურობდა 1799-1804 წლებში, რომლის შემდეგაც თავი იმპერატორ ნაპოლეონ I-ად გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება