საფერავი ბეჟაშვილის

საფერავი ბეჟაშვილის — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის, კონუსური (მხრებიანი) ან ცილინდრულ-კონუსური. კუმსია ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავად შეფერილი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს^ ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული, რაც მარცვალს მონაცრისფრო იერს აძლევს. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი. ახასიათებს მცირე წვრილმარცვლიანობა.

საფერავი ბეჟაშვილის საშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 161 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 150-230 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 4.3 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

მიიღება ბროწეულისფერი, ხალისიანი და ნაკლებშინაარსიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 337