საული (ებრ. שָׁאוּל, შაული; ბერძ. Σαούλ; ისლამში ტალუთი არაბ. طالوت) — გაერთიანებული ისრაელის სამეფოს პირველი მეფე, ზეობდა დაახლ. ძვ. წ. 1050—1030 წლებში.[1] საულის გამეფების დროს ებრაელები ფილისტიმელების გავლენის ქვეშ იყვნენ. მათ დაკავებული ჰქონდათ ებრაელთა რიგი ქალაქი, მათ შორის საულის მშობლიური ქალაქი — გიბეა.[2] საული წარმოშობით იყო ბენიამინის ტომიდან და გამეფებისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ქალაქ იაშბეს ალყის დროს მან დაამარცხა ამონელები და ებრაელებმა ის მეფედ გამოაცხადეს. მეფე საულმა გამეფებისთანავე 3000-იანი მუდმივი ჯარი შექმნა, რომელსაც ომის დროს სახალხო ლაშქარიც უერთდებოდა. მან და მისმა უფროსმა ვაჟმა — იონათანმა ქვეყანა ფილისტიმელთაგან გაწმინდეს.[3] ჩრდილოელ ტომთა დასამარცხებლად ებრძოდა ამორეელ ტომებს, სამხრეთის ტომთა შემოსაერთებლად კი დაამარცხა ამალექიტების ტომები.[4] საული და მის ვაჟებთან ერთად გილბეას მთასთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე მისი სიძე, დავითი (1030-990), ავიდა.

საული

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Wellhausen, Julius, Der Text der Bücher Samuelis
  • Budde, Die Bücher Richter und Samuel, 1890, pp. 167–276
  • Driver, S. R., Notes on the Hebrew Text of the Books of Samuel, 1890
  • Cheyne, T. K., Aids to the Devout Study of Criticism, 1892, pp. 1–126
  • Smith, H. P., Old Testament History, 1903, ch. vii.

სქოლიო რედაქტირება

  1. მელიქიშვილი, გ. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, ,,მეცნიერება", თბილისი, 1988, გვ.295
  2. მელიქიშვილი, გ. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, ,,მეცნიერება", თბილისი, 1988, გვ.296
  3. იქვე.
  4. იქვე.