საუკეთესო ჰიტების ალბომი

(გადამისამართდა გვერდიდან საუკეთესო ჰიტები)

საუკეთესო ჰიტების მუსიკალური ალბომი (ინგლ. Greatest Hits, Best of, The Best და ა.შ.) — ამა თუ იმ შემსრულებლის ან მუსიკალური ჯგუფის უკვე გამოშვებული, წარმატებული სიმღერების ნაკრებია. ასეთი ტიპის ალბომებისადმი ინტერესის გასაზრდელად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ მუსიკოსის ძველი ჩანაწერები უკვე აქვს, მუსიკოსები ასეთ ალბომებში აქამდე გამოშვებული სიმღერების რემიქსულ ვარიანტებს ან ახალ სიმღერებს ამატებენ. ახალი სიმღერები, როგორც წესი, სინგლების სახით გამოდის და ისინიც პოპულარული („საუკეთესოები“) ხდებიან.