სატახტოთა თამაში (ინგლ. A Game of Thrones) — პირველი წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 1996 წლის 6 აგვისტოს. მასში მოქმედება ხდება გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე. წიგნი რამდენიმე პერსონაჟის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომელთა მეშვეობით მარტინი მკითხველს აცნობს სიუჟეტის სამ ძირითად ხაზს: ვესტეროსის წარჩინებულ სახლებს შორის ბრძოლას, მის ჩრდილოეთში აღმართულ კედლისა და ტახტიდან ჩამოდგებული მეფის შვილის, დეინერის ტარგარიენის ისტორიას. ამავე სახელწოდების ტელესერიალად წიგნის ადაპტირება ტელეკომპანია HBO-მ მოახდინა და ის ტელეეკრანებზე პირველად 2011 წლის აპრილში გამოჩნდა. სერიალის პირველი სეზონი პირველი რომანის სატელევიზიო ადაპტაციაა.

„სატახტოთა თამაში“
A Game of Thrones

პირველი აშშ გამოცემა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ილუსტრატორი სტივ იული
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Bantam Spectra (აშშ) & Voyager Books (ბრიტანეთი)
გამოცემის თარიღი 6 აგვისტო, 1996
მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი[1]
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი ქართული გამოცემა: 488 (I ნაწილი)
მომდევნო მეფეთა ჯახი
ISBN ქართული გამოცემა: ISBN 978-99940-54-26-8 (I ნაწილი)

ქართულად წიგნი გამოსცა გამომცემლობა არეტემ, რომელმაც ის რამდენიმე ნაწილად დაყო. I ნაწილი გამოვიდა 2012 წელს.[2] მეორე ნაწილი გამოვიდა 2013 წელს.[3]

თხრობა რედაქტირება

 
ქართული გამოცემა

წიგნში თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, რვა სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან. დამატებით ეპიზოდური პერსონაჟის პერსპექტივიდან გვაცნობს ავტორი პროლოგს. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება