სასილოსე კულტურები

სასილოსე კულტურები — სასოფლო-სამეურნეო კულტურები, რომლებიც მოჰყავთ სილოსის დასამზადებლად. სასილოსე კულტურებს განეკუთვნება სიმინდი, სორგო, მზესუმზირა, შვრია, ცერცველა, ბარდა, გულისპირა და სხვა. სასილოსედ იყენებენ აგრეთვე მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ნარევს: შვრია:ცერცველას, შვრია-ბარდას, შვრია-ცულისპირას და სხვა.

ნორმალურ აგრო-ტექნიკურ პირობებში სასილოსე კულტურებს უხვად უვითარდებათ მწვანე მასა. მოსავლის აღება და დასილოსება მექანიზებული წესით ტარდება. მთავარი სასილოსე კულტურები არის სიმინდი. საკვებად საუკეთესოა მისი საშუალო და საგვიანო ჯიშები და ჰიბრიდები. სასილოსე მასას იღებენ სიმინდის დაბაზებისას (ცვილისებრ სიმწიფეში).

ლიტერატურა რედაქტირება