სარგასოს ზღვა

ზღვა

სარგასოს ზღვა — რეგიონი ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, შემოსაზღვრულია დინებებით. დასავლეთით გოლფსტრიმის დინებით, ჩრდილოეთით ჩრდილოატლანტიკური დინებით, აღმოსავლეთით კანარის დინებით, სამხრეთით ჩრდილოეკვატორული დინებით.

სარგასოს ზღვის მდებარეობა

ზღვის სიგრძეა 3 200 კმ, სიგანე 1 100 კმ. გადაჭიმულია დასავლეთის 70 გრადუსი მერიდიანიდან დასავლეთის 40 გრადუს მერიდიანამდე და ჩრდილოეთის 25 გრადუსი პარალელიდან ჩრდილოეთის 35 გრადუს პარალელამდე. სარგასოს ზღვა ერთადერთი „ზღვაა“ პლანეტაზე, რომელსაც სანაპიროები არ გააჩნია. ოკეანის წყალი სარგასის ზღვაში განსაკუთრებით გამორჩეულია მისი ლურჯი ფერით და გამჭვირვალობით. წყალქვეშა მხედველობა აქ 61 მეტრს შეადგენს.

სახელი ეწოდა მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით მცურავი წყალმცენარეების გამო (იხ. სარგასუმისებრნი)[1]. ბინადრობს ბევრი თევზი, კიბორჩხალა, ზღვის კუ და სხვა[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 9, გვერდი 101, თბილისი, 1985 წელი