სარბებიქვედა პალეოლითის ხანის ღია ტიპის ნაბინარ-სახელოსნო სოფელ კაცხის განაპირას (ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). აღმოჩენილია 1958 წელს (დ. თუშაბრამიშვილი). მასალა აკრეფილია ზედაპირულად. მოპოვებულია 1500-მდე სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცი, ლევალუაზური ფირფიტა, აგრეთვე ხელცულები, სახოკები, კლექტონური ანკოშები, ზურგიანი დანები, წვეტანები. მასალა გავიანდელი აშელის ეპოქისაა.

დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თუშაბრამიშვილი დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდ. ყვირილას ხეობაში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1962, ტ. 23 B