საპრეზიდენტო ლენტი

საპრეზიდენტო ლენტი — ქსოვილის ლენტი, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი ატარებს. მსგავს ლენტებს ძირითადად ატარებენ აფრიკის, აზიის, ევროპისა და განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტები.

ლენტი პრეზიდენტის ინსტიტუტის უწყვეტობის სიმბოლოა და მას მხოლოდ პრეზიდენტები ატარებენ. მისი ღირებულება სახელმწიფოს მეთაურისათვის შეიძლება შედარდეს გვირგვინს მონარქიებში. როდესაც პრეზიდენტი პოსტს ტოვებს, იგი თავის მემკვიდრეს ლენტს ოფიციალურად გადასცემს, რაც ინაუგურაციის ცერემონიის ოფიციალური ნაწილია.

საპრეზიდენტო ლენტები, როგორც წესი, მრავალფერია და გადაწყვეტილია სახელმწიფო დროშის ფერებში, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შემთხვევაში. პრეზიდენტები მას მარჯვენა მხარზე, მარცხენა მიმართულებით ატარებენ. ლენტზე აუცილებლად გამოსახულია სახელმწიფო გერბიც.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება