სანქტ-პეტერბურგის ქუჩა
სანქტ-პეტერბურგის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია): დავით აღმაშენებლის გამზირიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩამდე.
სანქტ-პეტერბურგის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | ლენინგრადის ქუჩა, მადერის ქუჩა |
წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1897 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მადერის ქუჩა (ქუჩის სახელწოდება უკავშირდება გერმანული ლუდის მწარმოებლის-მადერის სახელს), 1914 წლიდან პეტროგრადის, 1924 წლიდან ლენინგრადის ქუჩა ერქვა. 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მოგილევსკის ქუჩა. 1948 წელს ისევ ლენინგრადი, 1991 წელს სანქტ-პეტერბურგის ქუჩა ეწოდა.
ცნობილი მაცხოვრებლები რედაქტირება
- № 10 — ევგენი პრიმაკოვი[1]
- № 13 — რუბენ მამულიანი (მემორიალური დაფა)[2]
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 157, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Леонид Млечин. Примаков. — 2-е изд. — М.: Молодая гвардия, 2017. — 528 с. — (ЖЗЛ). — ISBN 978-5-235-03846-2
- ↑ Голливудский пионер Рубен Мамулян из Тбилиси