სანტა მარია დელა სალუტეს ტაძარი

ბაზილიკა სანტა მარია დელა სალუტე (იტალ. Basilica di Santa Maria della Salute) — ტაძარი ვენეციაში გრანდ-კანალზე, დორსუდოროს რაიონში, დოჟების სასახლის პირდაპირ.

სანტა მარია დელა სალუტე

ტაძარი აშენდა 1630-1631 წლების შავი ჭირისგან ქალაქის გადარჩენის აღსანიშნავად. ეპიდემიამ ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც ქალაქის მოსახლეობის მესამედს შეადგენდა. 1631 წელს ახალგაზრდა არქიტექტორი ბალთაზარ ლონგენა დიდი საბჭოს ხელდასმით შეუდგა ტაძრის მშენებლობას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და 1681 წელს დასრულდა. ტაძარი არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ აკურთხეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hopkins, Andrew (1997). „Plans and Planning for S. Maria della Salute, Venice“. The Art Bulletin: 440–465.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება