სანტა-სესილია-აკატიტლანი

აკატიტლანი – არქეოლოგიური ზონა მექსიკაში, მიეკუთვნება აცტეკების ადრეულ პერიოდს. მდებარეობს მეხიკოს შტატში, პატარა ქალაქ სანტა-სესილიაში, დედაქალაქ მეხიკოდან 10 კმ-ით ჩრდილო დასავლეთით.

აკატიტლანის პირამიდა
პირამიდის მთავარი კიბე

ეს დასახლება, ტენაუკასთან ერთად, იყო პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი, რომელიც შემდგომ ტენოჩტიტლანმა შეიერთა და მის შემადგენლობაში შედიოდა 1521 წლამდე, ესპანელი კონკისტადორების მოსვლამდე. ამის შემდეგ აკატიტლანი დასუსტდა. მისი უამრავი არქიტექტურული ძეგლი ევროპელებმა დაანგრიეს და მათი ქვებისგან ქრისტიანული ტაძრები ააშენეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • SOLIS OLGUIN, F.R. La escultura Mexica del Museo de Santa Cecilia Acatitlán. Instituto Nacional de Antropología e Historia [INAH], Mexico 1977.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება