სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა

სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა — ქალაქი აღმოსავლეთ ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ზღვის დონიდან 416 მეტრზე. წარმოადგენს ბოლივიის უდიდეს ქალაქს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1.756.926,[1] ხოლო მისი ურბანული არეალის 2,102,998 ადამიანს შეადგენს.[2]

ქალაქი
სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა
Santa Cruz de la Sierra
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი სანტა-კრუსი
პროვინცია ანდრეს-იბანიესის პროვინცია
კოორდინატები 17°48′00″ ს. გ. 63°10′00″ დ. გ. / 17.80000° ს. გ. 63.16667° დ. გ. / -17.80000; -63.16667
ქალაქის მერი პერსი ფერნანდესი
დაარსდა 1561 წ.
ფართობი 535 კმ²
ცენტრის სიმაღლე 416
მოსახლეობა 1.756.926 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 4,215.24 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
საფოსტო ინდექსი 07-0101-0100-1001
ოფიციალური საიტი gmsantacruz.gov.bo
სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა — ბოლივია
სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა

ქალაქი 1561 წლის 26 თებერვალს დააარსა ნუფლო დე ჩავესმა და მანვე უწოდა სახელი სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა, რაც ესპანურად „მთების წმინდა ჯვარს“ ნიშნავს.

კლიმატი ტროპიკული სავანის ტიპისაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 21 °C-ია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Instituto Nacional de Estadística de Bolivia. Ine.gov.bo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-27. ციტირების თარიღი: 2010-07-04.
  2. World Gazetteer. Word-gazetteer.com. ციტირების თარიღი: 2010-07-04.[მკვდარი ბმული]