სანკოში — მდინარე, რომელიც სათავეს იღებს ჩრდილოეთ ბჰუტანში და ჩაედინება მდინარე ბრაჰმაპუტრაში, ინდოეთის ასამის შტატის ტერიტორიაზე. ბჰუტანში ის პუნც-ცანგ-ჩუს სახელითაა ცნობილი. მთავარი შენაკადებია მო-ჩუ და პჰო-ჩუ, რომლებიც ქალაქ პუნაკჰასთან ერწყმიან. ამ ორი მდინარის შეერთების ადგილას მდებარეობს პუნაკჰის ძონგი, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ძონგია მთელს ბჰუტანში. აუზის ფართობი 9 900 კმ²-ს შეადგენს.

სანკოში

პუნაკჰის ძონგი
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
სათავე ბჰუტანი
სიგრძე 320 კმ
აუზის ფართობი 9 900 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სანკოში ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Himalayan Maphouse. Bhutan Himalaya, 1:390,000 [map].