სამხრეთ ოსეთის მიწერილი სანადირო მეურნეობა

სამხრეთ ოსეთის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ სამხრეთ ოსეთის ასსრ-ში. სამხრეთ ოსეთის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი 60 000 ჰექტარი სანადირო სავარგული განლაგებული იყო ოლქის მთელ ტერიტორიაზე. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით და სამხრეთით — გორის რაიონი, დასავლეთით — ხაშურის რაიონი, ჩრდილოეთით — კავკასიონის ქედის სამხრეთი კალთები.

ოლქის რელიეფი შეიცავდა განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებს, ხშირ ხეობებსა და სამხრეთით სუბალპურ და ალპურ ზონებს. ფართობის მცირე ნაწილი ვაკე ადგილები იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესად. სწორედ ასეთ ადგილებში გვხვდებოდა გადამფრენი ფრინველები: მწყერი, ღალღა და სხვ.

ტყიან ზოლში, ზოგ ადგილზე ხშირი ფოთლოვანი ტყეები იყო შემონახული და მხოლოდ მაღლობებში გვხვდებოდა წიწვოვანები.

სწორედ ამ ზოლს ამშვენებდა ირემი, შველი, ალპურ ზონაში — ჯიხვი, ქვედა სარტყელში — არჩვი. გარდა ამისა, სანადირო სავარ გულებში გავრცელებული იყო კურდღელი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, კავკასიური როჭო, გნოლი (მცირე რაოდენობით). განსაკუთრებით მრავლადა იყო დათვი. მოიპოვებოდა აგრეთვე მგელი, ტურა, გარეული კატა, მელა და ფოცხვერი.

ლიტერატურა რედაქტირება