სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია)

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — განსაკუთრებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში. მოიცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (გაუქმდა 1991 წელს ზ. გამსახურდიას მიერ[1]) ტერიტორიას. შეიქმნა საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით (თავმჯდომარე — ნ. ბურჯანაძე).[2] 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ჩამოყალიბდა მისი ადმინისტრაცია (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია).[3]

განსაკუთრებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ქურთა (2007–2008)
თბილისი (დე ფაქტო, 2008-დან)
შიდა დაყოფა ახალგორის მუნიციპალიტეტი, ერედვის მუნიციპალიტეტი, თიღვის მუნიციპალიტეტი, ქურთის მუნიციპალიტეტი, ცხინვალი, ჯავის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი
დაარსდა 8 მაისი, 2007; 16 წლის წინ (2007-05-08)
ოფიციალური ენა ქართული
ოფიციალური საიტი soa.gov.ge

ადმინისტრაციის ფუნქციებს წარმოადგენს ყოფილი ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან; მის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; აქ მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება და სხვ.[3]

ადმინისტრაციის საქმიანობა საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2007 წელს მის ხელმძღვანელად სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ალტერნატიულ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევი დაინიშნა. დროებითი ადმინისტრაციის შექმნას მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი მოძრაობა „გზა მშვიდობისა კოკოითის“ („კოკოითი, ფანდარასტ!“) გაშლა.[4] ადმინისტრაცია განლაგებული იყო სოფელ ქურთაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილობაში იმყოფება თბილისში.[5]

თვითმმართველი ერთეულები რედაქტირება

 
1. ახალგორის მუნიციპალიტეტი
2. ერედვის მუნიციპალიტეტი
3. თიღვის მუნიციპალიტეტი
4. ქურთის მუნიციპალიტეტი
5. ჯავის მუნიციპალიტეტი
6. ქ. ცხინვალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (1990-12-11). ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020.
  2. საქართველოს პარლამენტის დადგენილება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2007-05-08). ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020.
  3. 3.0 3.1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №296 ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2007-05-10). ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020.
  4. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნიდან ერთი წელი გავიდა. „რადიო თავისუფლება“. radiotavisupleba.ge (2008-06-24). ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020.
  5. პროქართული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ოსი პოლიტიკოსებისგან იცლება. „ამერიკის ხმა“. amerikiskhma.com (2010-08-18). ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020.