სამხრეთი ევროპაევროპის კონტინენტის გეოგრაფიულად სამხრეთი რეგიონი.

ევროპის რეგიონები
  სამხრეთი ევროპა

სამხრეთ ევროპის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლებით, ასევე ის შეიძლება განისაზღვროს თავისი ბუნებრივი თავისებურებითაც, როგორებიცაა მისი გეოგრაფია, კლიმატი და ფლორა.

გეოგრაფია რედაქტირება

გეოგრაფიული დაყოფით, სამხრეთ ევროპა ესაა, ევროპის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი. ეს განმარტება პირობითია და არანაირად არ ზღუდავს მას. სამხრეთ ევროპა, გეოგრაფიულად, აერთიანებს ქვეყანათა 4 დიდ ჯგუფს. ესენია:

1. სამხრეთ-დასავლეთი ევროპა

პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები:

2. სამხრეთ-ცენტრალური ევროპა

აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები:

3. სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა

ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები:

4. კუნძულოვანი ქვეყნები

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები:

დაქვემდებარებადი კუნძულები

კლიმატი რედაქტირება

 
სამხრეთი ევროპის კლიმატი, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით:

სამხრეთი ევროპისათვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთს, იტალიას, ალბანეთს, საბერძნეთს, თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ სანაპირო რეგიონებს, ასევე ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს. აღნიშნული რეგიონისათვის დამახასიათებელია მსგავსი მცენარეები და ლანდშაფტები, მათ შორის მშრალი გორაკები, მცირე ვაკეები, ფიჭვნარი და ზეთისხილი.

ცივი კლიმატი გვხვდება სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად ესპანეთსა და იტალიის მთის ზონებში. ამასთანავე, ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპირო ატლანტიკურ კლიმატს განიცდის.

ფლორა რედაქტირება

არმენ ტახტაჯიანის მიერ შედგენილი ფლორისტიკული დარაიონების ნიხედვით, სამხრეთ ევროპაში გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის დამახასიათებელი ფლორა. ხმელთაშუა ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი გვხვდება ევროპის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, ძირითადად სამხრეთ პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, იტალიაში, ხორვატიის სანაპიროზე, ბოსნიის, მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთი მაკედონიის, საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.

მოსახლეობა რედაქტირება

ქვეყანა ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2010 წლ.)
მოსახლეობის
სიმჭიდროვე

(1 კმ²-ზე)
დედაქალაქი
  ალბანეთი 28,748 2,821,977 111.1 ტირანა
  ანდორა 468 84,082 179.8 ანდორა-ლა-ველა
  ბოსნია და ჰერცეგოვინა 51,129 4,613,414 90.2 სარაევო
  ბულგარეთი 110,994 7,364,570 77 სოფია
  ხორვატია 56,594 4,489,409 81 ზაგრები
  გიბრალტარი (გაერთიანებული სამეფო) 6.8 29,431 4,328 გიბრალტარი
  საბერძნეთი 131,990 11,295,002 85.3 ათენი
  იტალია 301,338 60,418,711 200.5 რომი
  ჩრდილოეთი მაკედონია 25,713 2,114,550 82.2 სკოპიე
  მალტა 316 412,966 1,306.8 ვალეტა
  მონტენეგრო 13,812 672,181 50 პოდგორიცა
  პორტუგალია 92,090 11,317,192 114 ლისაბონი
  სან-მარინო 61 31,716 501 სან-მარინო (ქალაქი)
  სერბეთი 77,474 7,120,666 102.46 ბელგრადი
  სლოვაკეთი 20,273 2,054,199 99.6 ლიუბლიანა
  ესპანეთი 504,030 46,030,109 93 მადრიდი
  თურქეთი (აღმოსავლეთი თრაკია) 23,764 10,620,739 446.9 ანკარა
  ვატიკანი 0.44 826 1877 ვატიკანი
ჯამში 1,338,694 164,127,170 122.60

უდიდესი ურბანული დასახლებები რედაქტირება

რიგითობა ურბანული დასახლება ქვეყანა მოსახლეობა[5] სიმჭიდროვე
(1 კმ²-ზე)
1 სტამბოლი (ევროპული ნაწილი)   თურქეთი 8,963,431 2,620
2 მადრიდი   ესპანეთი 6,171,000 4,600
3 მილანი   იტალია 5,257,000 2,800
4 ბარსელონა   ესპანეთი 4,693,000 4,300
5 რომი   იტალია 3,906,000 3,400
6 ნეპალი   იტალია 3,706,000 3,600
7 ათენი   საბერძნეთი 3,484,000 5,000
8 ლისაბონი   პორტუგალია 2,666,000 2,800
9 ბელგრადი   სერბეთი 1,700,000 3,300
10 ვალენსია   ესპანეთი 1,561,000 5,700

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება