სამხრეთარაბული დამწერლობა

სამხრეთარაბული დამწერლობაარაბეთის სამხრეთ ნაწილში (დღევანდელი იემენი), განსაკუთყებით კი ისტორიულ საბას სამეფოში ძვ. წ. VIII საუკუნიდან VI საუკუნემდე გამოყენებული კონსონანტური ანბანი. შეიცავს 29 ნიშანს. ნიშნები განსხვავებულია სხვა კონსონანტური დამწერლობების ასოთა მოხაზულობისაგან. წარმოიშვა ფინიკიური ანბანისაგან და საფუძველი დაუდო ეთიოპიურს. სამხრეთ არაბული დამწერლობით ძველი სამხრეთარაბული ენა ჩაიწერებოდა. ასოთა მოხაზულობა სიმეტრიული და დაბალანსებულია. სიტყვები ერთმანეთისაგან ვერტიკალური ხაზით გამოიყოფა, ხოლო რიცხვების აღმნიშვნელი ნიშნები ჩასმულია ფრჩხილებში. სამხრეთარაბული წარწერები ძირითადად გვხვდება შენობების ფასადებზე, სვეტებზე, ასოთა სიმეტრიული და თანაბარი მოხაზულობა ტექსტს დამატებით ვიზუალურ ეფექტს აძლევს. გვხვდება ასევე ხეზე შესრულებული სამხრეთარაბული წარწერები.

სამხრეთარაბული წარწერა

სამხრეთარაბული დამწერლობა ახლოს არაა თანამედროვე არაბულ დამწერლობასთან და პირდაპირი კავშირი არ აქვს მასთან.

სამხრეთ არაბეთში წერის კულტურის პირველ საფეხურზე ტექსტები ბუსტროფედონის წესით იწერებოდა, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი ხაზი მარჯვნიდან მარცხნივაა შესრულებული, ხოლო მეორე პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ და ა. შ. მხოლოდ უფრო გვიან შეიქმნა წერის ზოგადი წესი: ყველა ტექსტი მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით სრულდებოდა.

უკანასკნელი აღმოჩენილი სამხრეთარაბული წარწერა 559 წლით თარიღდება. მას შემდეგ, რაც იემენმა VII საუკუნის დასაწყისიდან ისლამი მიიღო, სამხრეთარაბული შრიფტი სწრაფად შეცვალა არაბულმა დამწერლობამ.

ნიშნები რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია ძველი სამხრეთარაბული კონსონანტური ანბანის ნიშნები:

სამხრეთარაბული ანბანი
ნიშანი
ტრანსკრიფცია
IPA
 
h
[h]
 
l
[l]
 

[ħ]
 
m
[m]
 
q
[q]
 
w
[w]
 
s2 (š)
[ɬ]
 
r
[r]
 
b
[b]
 
t
[t]
 
s1 (s)
[s]
 
k
[k]
 
n
[n]
 

[x]
 
s3 (ś)
[s̪]
 
f
[f]
 
ʾ
[ʔ]
 
ʿ
[ʕ]
 

[ɬʼ]
 
g
[g]
 
d
[d]
 
ġ
[ɣ]
 

[tʼ]
 
z
[z]
 

[ð]
 
y
[j]
 

[θ]
 

[tˢʼ]
 

[θʼ]

სიტყვები ერთმანეთისაგან ვერტიკალური ნიშნით —   — გამოიყოფა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Stein, Peter (2005). „The Ancient South Arabian Minuscule Inscriptions on Wood: A New Genre of Pre-Islamic Epigraphy“. Jaarbericht van het Vooraziatisch-Egyptisch Genootschap "Ex Oriente Lux". 39: 181–199. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  • Stein, Peter (2010). Die altsüdarabischen Minuskelinschriften auf Holzstäbchen aus der Bayerischen Staatsbibliothek in München. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება