თეთრი სამყურა (სინ. მხოხავი სამყურა ლათ. Trifolium repens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი საძოვრის მცენარე. თეთრი (ზოგჯერ თეთრი- მკრთალადმოწითალო) თავაკა ყვავილებით. 5-20 სმ-მდე სიმაღლის მოგრძო (40 სმ-მდე) მხოხავი ღეროებით და მასზე განლაგებული ფართო ლანცეტური, სამ-სამ ფოთოლაკიანი ფოთლებით.

სამყურა მხოხავი
სამყურა მხოხავი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Trifolium repens

ფართოდაა გავრცელებული საქართველოს დაბლობებსა და მთიანი ზოლის მინდვრებსა და ტყის პირებში. კარგი თაფლოვანი, ამასთან ყუათიანი მწვანე ბალახოვანი საკვებია საქონლისათვის. წითელ სამყურასთან შედარებით იწვევს საქონლის ნაკლებ შებერილობას.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ 299,თბ., 1957
  • Brockhaus ABC der Landwirtschaft, Leipzig, Bd.2. gv. 1506