სამსონი

ბიბლიური გმირი

სამსონი, ებრაული გამოთქმით შიმშონი (ებრ. שִׁמְשׁוֹן), არაბულად შამშონი (არაბ. شمشون‎‎), ხოლო ბერძნულად სამფსონი (ბერძ. Σαμψών) — ბიბლიური ტრადიციით, ებრაელთა ლეგენდარული გმირი, ძლიერთა შორის უძლიერესი გოლიათი, შეუპოვარი, ცბიერი, შფოთისთავი, თავნება და ქალების მოტრფიალე. ღვთისთვის ყოფილა შეწირული და, აღთქმისაებრ, არც ღვინო უნდა დაელია და არც თმა უნდა გაეკრიჭა (მისი ძალის საიდუმლო თმაში იყო). ისრაელთა მტრების — ფილისტიმელების დაუძინებელი მტერი ყოფილა და თანამემამულეებს მსაჯულად აურჩევიათ. ბოლოს ფილისტიმელი ქალის დალილას მსხერპლი გამხდარა — მას შეუჭრია მძინარესათვის თმა. დასუსტებული სამსონი შეუპყრიათ, თვალები დაუთხრიათ და დილეგში ჩაუგდიათ. ფილისტიმელები მტერზე გამარჯვებას დაგონის ტაძარში ზეიმობდნენ. სამსონიც იქვე ჰყოლიათ მიჯაჭვული. ტყვეობაში სამსონს თმა წამოზრდია და ძალაც დაბრუნებია. ტაძრის ორი სვეტისათვის ხელები შემოუჭდია და დაუყვირია:

სამსონი ებრძვის ლომს
(ლუკას კრანახი უფროსის 1525 წლის ნახატი)
ვიკიციტატა
„მოკვედ, სულო ჩემო, ფილისტიმელთა თანა!“

ტაძარი ჩამონგრეულა და 3 000 კაცი ჩაუტანია. სამსონი ებრაელებისთვის გახდა სიმბოლო გმირისა, რომელიც მონობაში სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: