სამრა რაჰიმლი (აზერ. Səmra Rəhimli; დ. 19 ოქტომბერი 1994, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მომღერალი.[1]

სამრა რაჰიმლი

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც სამრა
დაბ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1994 (1994-10-19) (29 წლის)
დაბ. ადგილი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2012-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Wave Music
სამრა რაჰიმლი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

სამრა 1994 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა. სიმღერა ადრეულ ასაკში, მამამისთან ერთად დაიწყო. სამრამ 16 წლის ასაკში სიმღერის რამდენიმე კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია 2012“-ის ეროვნულ საკვალიფიკაციო რაუნდში, მაგრამ გამოცდილების არარსებობის გამო წააგო. 16 წლის სამრამ თაყვანისმცემლების მეხსიერებაში ევროვიზიის ეროვნულ საკვალიფიკაციო რაუნდში გამოსვლით შეძლო დარჩენა.

სამრა არის „კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი“-ს სტუდენტი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში, მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსზე „აზერბაიჯანის ხმა“, სიმღერით „Wrecking Ball“. ასპარეზობდა მანანა ჯაფარიძის გუნდში, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა.

ევროვიზია 2016 რედაქტირება

 

21 წლის სამრა „საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის“ შიდა ფარული კენჭისყრით, ასევე 100 ტელევიზიის, მუსიკის ექსპერტების და ევროპის 35 ქვეყნის „ევროვიზიის“ თაყვანისმცემლების აზრით შერჩეულ იქნა აზერბაიჯანის წარმომადგენლად ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე, სადაც 117 ქულით, მე-17 ადგილი დაიკავა.

ტრადიციულად წელსაც, აზერბაიჯანმა შვედეთის დელეგაციას მიმართა მუსიკის არჩევაში. სამრამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე შეასრულა „Miracle“ („სასწაული“), სიმღერის ავტორი შვედი კომპოზიტორი სანდრა ბიურმანია.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. “O səs Türkiyə”dən “Eurovision”a… - 21 yaşlı Səmra az. Qafqaz İnfo (10 March 2016). ციტირების თარიღი: 11 March 2016.
  2. Omelyanchuk, Olena. Samra will represent Azerbaijan in Stockholm!. European Broadcasting Union (10 March 2016). ციტირების თარიღი: 10 March 2016.