სამოთხიდან აღმოსავლეთით

სამოთხიდან აღმოსავლეთით (ინგლ. East Of Eden) – 1955 წელს გადაღებული საკულტო ამერიკული ფილმი, ჯონ სტეინბეკის რომანის ეკრანიზაცია. ფილმმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა დღეს უკვე ლეგენდად ქცეულ ჯეიმზ დინს.

„სამოთხიდან აღმოსავლეთით“
ჟანრი ახალგაზრდული დრამა
რეჟისორი ელია კაზანი
პროდიუსერი ელია კაზანი
სცენარის ავტორი ჯონ სტაინბეკი
პოლ ოსბორნი
როლებში ჯეიმზ დინი
ჯული ჰარისი
კომპოზიტორი ლეონარდ როუზენმანი
ოპერატორი ტედ დ. მაკორდი
მწარმოებელი კომპანია Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 1955
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ბიუჯეტი $5,000,000

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი მოგვითხრობს კაენის და აბელის შესახებ ბიბლიური ისტორიის თანამედროვე ვერსიას. ისტორია ორ ძმაზე, რომელშიც ერთი სანიმუშო, თითით საჩვენებელი, შვილია და მეორე პირიქით - უარყოფითი, რომელიც ვერაფრით იმსახურებდა მამის სიყვარულს. კოლი უკან მისდევს ქალბატონს, რომელიც მისი დედაა და რომელსაც ის უბრალო დამნაშავე ჰგონია. ბიჭი დიდხანს ცდილობს დაელაპარაკოს მას და სიმართლე უთხრას, პარალელურად პრობლემები აქვს მამასთანან და ძმასთან. კოლი არის მოზარდი, რომელშიც ბუდობს დიდი სიყვარული და განრისხება და რომელსაც ვერავინ უგებს, გარდა ევასი. ის გვერდში უდგას და ყოველმხრივ ეხმარება ახალგაზრდა, ლამაზ და პრობლემუურ ბიჭუნას. კოლი ისე იქცევა, თითქოს მას არ უყვარს მშობლები და არც ვინმე სხვა. სინამდვილეში ის თავისებურად გამოხატავს სიყვარულს. ფილმის ბოლოს, როდესაც მამამისი იღუპება, კოლი ბოდიშს უხდის და ინანიებს თავის საქციელს, მანამდე ის დედასთანაც გამონახავს საერთო ენას.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 1954 წლის 27 მაისიდან 13 აგვისტომდე. კოლ ტრასკის როლზე დამტკიცებული იყო მონტგომერი კლიფტი, მაგრამ ის ავარიაში მოხვდა და უარი განაცხადა. კანდიდატი გახდა ორი პერსპექტიული ახალგაზრდა პოლ ნიუმენი და ჯეიმზ დინი. მათში ეს უკანასკნელი არჩიეს. „მე შევარჩიე ჯიმი, რათა მას ეთამაშა კოლის როლი - წერდა რეჟისორი ელია კაზანი - უფრო შესაფერისი მსახიობის ძებნას აზრი არ ჰქონდა. ის გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ. იყო შურისმაძიებელი. თავს გრძნობდა მარტოსულად და დათრგუნულად.“დინმა ჰონორარის სახით მიიღო 1000 დოლარი. იყო შემთხვევები, როდესაც ჯეიმზი არ ემორჩილებოდა რეჟისორებს და დაწერილ სცენარს თავისებურად ცვლიდა. ის ამბობდა: „თუ შენ ყველაფერში ეთანხმები სცენარს, ხარ სათამაშო და არა ნამდვილი მსახიობი“. შედეგად რეჟისორებს უწევდათ სიუჟეტის ფუნდამენტურად შეცვლა. მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა ჰოლივუდში. ამ ფილმით ჯეიმზ დინი გახდა მესამე ვარსკვლავი, რომელმაც შექმნა ე. წ. მეამბოხე გმირების სახე, რომელიც უმალ აიტაცა ამერიკულმა ახალგაზრდობამ, რამეთუ მასში თავის თავს ხედავდა. დინმა პოპულარობით დაჩრდილა ამ მიმდიანარეობის წინა ორი პიონერი მონტგომერი კლიფტი და მარლონ ბრანდო. იმ სამი ფილმიდან, რომლებშიც დინმა მთავარი როლი შეასრულა, ეს იყო ერთადერთი ფილმი, რომელიც მის სიცოცხლეში გამოვიდა. დინი ოსკარზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის უკვე სიკვდილის წარადგინეს. ფილმის გამოსვლიდან წლების შემდეგ კაზანმა თქვა „ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფილმის ორი მესამედი გადავიღეთ, ვხვდებოდით რომ მასში იყო რაღაც ღვთიური, არაამქვეყნიური. ყველა ხვდებოდა, თუ რამდენად კარგი იყო ის. მე ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე კინოში, არაფერი მინახავს მსგავსი, გარდა მარლონ ბრანდოსი.“

„ეს ამერიკელი სოფლელი ბიჭი დაჭრილი ცხოველის თვალებით, მოგვაგონებს პანტერას, რომელიც მოხვდა ხაფანგში“ - წერდა რიცენზიაში „დეილი სკეჩი“ კოლ ტრასკზე.

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

  1. ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამისთვის
  2. კანის კინოფესტივალის საუკეთესო დრამატული ფილმი
  3. ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში: ჯო ვან ფლიტი

ნომინაციები რედაქტირება

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯეიმზ დინი
  2. საუკეთესო რეჟისორი: ელია კაზანი
  3. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ჯონ სტეინბეკი, პოლ ოსბორნი

BAFTA

  1. საუკეთესო ფილმი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯეიმზ დინი

კანის კინოფესტივალი

  1. ოქროს პალმის რტო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება