სამოელ I (კათოლიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამოელი.

წმინდა სამოელ I – ქართლის კათალიკოსი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი; ხსენების დღე — ძველი სტილით 30 ნოემბერი, ახალი სტილით — 13 დეკემბერი.

კათალიკოსი სამოელ I
დროშა
დროშა
ქართლის კათალიკოსი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: პეტრე I
მემკვიდრე: გაბრიელ I
 

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმინდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ, VI ს-ის დასაწყისში. წმინდა სამოელი ისევე, როგორც წმინდა პეტრე კათოლიკოსი, ბიზანტიელი იყო და მსახურობდა გრიგოლ ნანზიანზელის ეკლესიაში. ვახტანგ გორგასალის მიერ საბერძნეთის საზღვრის ნაზიანზის აღებისას პეტრესთან ერთად ტყვედ წამოიყვანეს ქართლში. შემდეგ ვახტანგ გორგასალის ჩვენების შემდეგ დაინიშნა ჯერ მცხეთის ეპისკოპოსად შემდეგ კი ქართლის კათალიკოსად.

სამოელ კათოლიკოსი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის ბაკურის დროს. მის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

მოხსენიება წყაროებში რედაქტირება

სამოელ კათალიკოსი მოხსენიებულია შუშანიკის წამებაში, რომელიც 475 წელს უკვე კათალიკოსის რანგში იმყოფებოდა:

 
„მერმე, შემდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაი სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი, მისივე მოყვასი, რომელ-იგი იყვნეს დამამტკიცებელ და დიდად დამაშვრალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს მონა და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა. მადლობით წარგზავნიდეს ნავთსადგურებისა მის მიმართ ქრისტეჲსისა.“

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
პეტრე I
ქართლის კათოლიკოსი
VI ს-ის დასაწყისი
შემდეგი:
გაბრიელ I