სამკაპი — სამკბილა (წვეტიანი) შუბი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სათევზაოდ, აგრეთვე საომარ იარაღად. სამკაპებს ხშირად მითებში, ლეგენდებსა და ისტორიულ ნაწარმოებებში ვხვდებით. ზღვის ღმერთი პოსეიდონი გამოსახულია სამკაპით ხელში. სამკაპებითა და ბადეებით იყვნენ შეიარაღებულნი გლადიატორების ქვესახეობა რეტიარიუსები.

პოსეიდონის ქანდაკება კოპენჰაგენში

სამკაპი შედგება ხის (ზოგჯერ რკინის) ტარისა და ფოლადის სამკაპიანი დაბოლოებისაგან. სამკაპი, ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, წარმოიშვა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო იარაღისგან — წაწვეტებული რქისგან, რომელსაც ბოლოში კაუჭები ჰქონდა და თევზის დასაჭერად იყენებდნენ. თავდაპირველად სამივე კაპი წაწვეტებული ძვლებისგან შედგებოდა.

სამკაპის სამრეწველო იარაღიდან საბრძოლოდ იარაღად გარდაქმნის შემდეგ წვეტებს ბოლოში კაუჭები მოშორდა და უფრო სწორი და ბასრი გახდა. სამკაპმა ფართო გამოყენება ჰპოვა რომის იმპერიის დროს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება