სალუმი
სალუმი (ფრანგ. Saloum) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში. გაედინება სენეგალში. მდინარის სიგრძე დაახლოებით 250 კილომეტრია. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში და მის ნაპირთან ქმნის დელტას. 1976 წელს შეიქმნა სალუმის დელტის ეროვნული პარკი. დელტის სანაპიროები მანგროს ტყეებითაა დაფარული.
სალუმი ფრანგ. Saloum | |
---|---|
ქვეყანა | სენეგალი |
სათავე | 14°24′39″ ჩ. გ. 13°52′17″ დ. გ. / 14.41083° ჩ. გ. 13.87139° დ. გ. |
სათავის სიმაღლე | 40 მ |
შესართავი |
ატლანტის ოკეანე 13°50′ ჩ. გ. 16°45′ დ. გ. / 13.833° ჩ. გ. 16.750° დ. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 250 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
სალუმი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა რედაქტირება
- Hughes R.H., Hughes J.S. A Directory of African Wetlands, 1992.