სალონიკის საერთაშორისო გამოფენა

სალონიკის საერთაშორისო გამოფენა (ბერძ. Διεθνής Έκθεση Θεσσαλονίκης), შემოკლებით TIF (ΔΕΘ) — ყოველწლიური საერთაშორისო საგამოფენო ღონისძიება, რომელიც იმართება სალონიკში, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქში. იგი იმართება 1926 წლიდან სექტემბრის პირველ კვირას და მისი გახსნა ტრადიციულად აღინიშნება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პროგრამული განცხადებების სერიით. 2020 წლის ბაზრობა გაუქმდა COVID-19 პანდემიის გამო, ეს იყო გამოფენის პირველი გაუქმება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

აღწერა რედაქტირება

სალონიკის საერთაშორისო გამოფენის კონგრეს-ცენტრი მდებარეობს YMC მოედანზე, სალონიკის ცენტრში, სადაც მარტივია წვდომა ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.

სავაჭრო ბაზრობებითა და სამომხმარებლო გამოფენებით, რომლებიც იმართება მთელი წლის განმავლობაში საგამოფენო შენობებში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოფენო ორგანიზაციის სააგენტო საბერძნეთში. ქალაქის ისტორიის ცენტრში, ბიზანტიური მუზეუმისა და არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ, სალონიკის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში იამრთება უამრავი საკონფერენციო ღონისძიება.

სალონიკის გამოფენის ცენტრი მოიცავს 180 000 კვ. მ. ფართობს, საიდანაც 62 000 კვ. მ. არის დახურული საგამოფენო ტერიტორიები, განაწილებული 17 პავილიონისგან შემდგარ კომპლექსში, რომლებიც ფუნქციურად შექმნილია და ურთიერთდაკავშირებულია თითოეული ღონისძიების საჭიროებებისთვის. საგამოფენო ობიექტებს ავსებს საკონფერენციო ცენტრები, პარკინგის ადგილები, სპორტული და რეკრეაციული ობიექტები, კვების ობიექტები, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, მუზეუმები, ბანკები და განვითარების სააგენტოს ოფისები. ამ გზით, სალონიკის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი ფუნქციონირებს, როგორც სერვისების მიწოდების ცენტრით, რომელიც წარმატებით აკმაყოფილებს გამოფენების, კონფერენციების და კულტურული ღონისძიებების მოთხოვნებს.

ქალაქის მსგავსი სავაჭრო ბაზრობები რეგულარულად იმართებოდა ბიზანტიის ეპოქიდან, რომელიც იზიდავდა ვაჭრებს მთელი ბალკანეთიდან.

ღონისძიება რედაქტირება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივ ყოველწლიურად სალონიკის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღამეს აცხადებს თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა. 2010 წლის ეკონომიკური კრიზისის პირველ თვეებში, საბერძნეთის მთელი კაბინეტი შეიკრიბა სალონიკში, რათა განეხილათ ქვეყნის მომავალი.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ΔΗΜΟΣΙΕΥΣΗ. (9 September 2010) Πρεμιέρα Υπουργικού με τρία νομοσχέδια. Δημοσιογραφικός Οργανισμός Λαμπράκη Α.Ε.. ციტირების თარიღი: 9 April 2011