სალვინია (ლათ. Salvinia) — განსხვავებულსპორიანი გვიმრების გვარი სალბინიასებრთა ოჯახისა. წყლის ზედაპირზე მოტივტივე ერთ- ან მრავალწლოვანი უფესვო პატარა მცენარეებია. მათი ფოთლები განლაგებულია რგოლურად, 3-3 ერთად; მათგან 2 წყალზე ტივტივებს, მე-3 — წყალშია ჩაყურყუმალებული, ძლიერ დანაწევრებულია და ფესვის მაგივრობას ასრულებს. წყალქვეშა ფოთლების ფუძესთან ჯგუფებად სხედან სპოროკარპიუმები, რომლებიც შეიცავენ მიკრო- და მეგასპორანგიუმებს.

სალვინია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Salvinia

სალვინიას 10 სახეობა ძირითადად ტროპიკულ ამერიკასა და აფრიკაშია გავრცელებული, გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაშიც. საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა — Salvinia natans. იგი გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოსა და კახეთში (ალაზნის ქვემო დინებაში), ტბებსა და მდოვრე წყლებში.

ლიტერატურა რედაქტირება