საკოხე

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

საკოხემწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის — ხდის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3007 . საკოხე ვულკანური კონუსია, აგებულია ვულკანური წიდისა და ანდეზიტებისაგან. მთა ნიადაგ-მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებულია. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.

საკოხე
კოორდინატები: 42°29′48″ ჩ. გ. 44°30′34″ ა. გ. / 42.496722° ჩ. გ. 44.509583° ა. გ. / 42.496722; 44.509583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3007 
ქედი მთიულეთ-ფშავის კავკასიონი
ამგებელი ქანები ვულკანური წიდა და ანდეზიტი
საკოხე — საქართველო
საკოხე
საკოხე — მცხეთა-მთიანეთის მხარე
საკოხე

ლიტერატურა რედაქტირება