სირა-ცენტრი (Cira Centre), 29-სართულის, 133 მ სიმაღლის საოფისე მაღლივი შენობა დასავლეთ ფილადელფიის უნივერსიტი-სიტი უბანში, პენსილვანია, აშშ. არქიტექტორი სეზარ პელის მიერ დაპროექტებული შენობა ამტრაკის 1930-იანი წლების არტ-დეკოს სტილის 30-ე ქუჩის სადგურის პირდაპირ დგას. ცათამბჯენი ზედ მოქმედი რკინიგზის პლატფორმაზე აშენდა. მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2005 წლის ბოლოს დასრულდა.

სირა-ცენტრი

პროექტი მრავალ წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული. ადგილი, სადაც ის შენდებოდა, ეკუთვნოდა განვითარების წამახალისებელ ზონას, რომელიც გათავისუფლებული იყო თითქმის ყველა საშტატო და ადგილობრივი გადასახადისგან. სირა-ცენტრს ფილადელფიის სხვა საოფისე ცათამბჯენების კანიბალიზაციას აბრალებდნენ, ვინაიდან ნაცვლად გარე ბიზნესის მოზიდვისა, მან ქალაქში უკვე არსებული სხვა ადგილობირივი კომპანიები გადმოიბირა.