საიდა (ლათ. Pollachius virens) — ზღვის თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 120 სმ, მასა 10 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩვეულებრივ არის ბარენცის ზღვაში, შედის თეთრ ზღვაშიც. ახასიათებს მიგრაცია: გაზაფხულზე — ჩრდილოეთში, შემოდგომაზე — სამხრეთში. იკვებება წვრილი თევზებით და კიბოსნაირებით. საკვების ძებნაში დღე და ღამე ვერტიკალურად მოძრაობს. ტოფობს იანვარ-აპრილში. რეწვის ობიექტია.

საიდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pollachius virens

ლიტერატურა რედაქტირება