სავსემთვარეობა

(გადამისამართდა გვერდიდან სავსე მთვარე)

სავსემთვარეობამთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას ჩვენგან მზის საწინააღმდეგო მხარესაა მოქცეული და სრული ბადროს სახით მოჩანს.

სავსე მთვარე, ხედი დედამიწიდან

როგორც ცნობილია მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ დახრილია ~5.145°-ით. შესაბამისად, როდესაც მთვარე დედამიწიდან მზის მოპირდაპირე მხარეს მოექცევა, იმ შემთხვევაში თუ ის ეკლიპტიკასთან ახლოს არ იმყოფება და არ ეცემა დედამიწიდან წამოსული ჩრდილი, მაშინ მთვარე სრულად განათებული ჩანს. ხოლო, როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის მაშინ მოექცევა, როდესაც მთვარე თავის ორბიტაზე გადაკვეთს ეკლიპტიკას, მაშინ ადგილი აქვს მთვარის დაბნელებას. მთვარის დაბნელებას ყოველთვიური (~29.5 დღე-ღამე) ხასიათი ექნებოდა, მთვარის ორბიტა რომ არ ყოფილიყო დახრილი ეკლიპტიკის მიმართ, მაშინ მზე-დედამიწა-მთვარეს შორის მონაკვეთი ყოველთვიურად ზუსტად ერთ წრფეზე აღმოჩნდებოდა, რაც გამოიწვევდა სავსემთვარეობის მაგივრად — მთვარის დაბნელებას.

ლიტერატურა რედაქტირება