სავოიარდი (იტალ. savoiardi — „სავოიურები“, ასევე „ქალბატონის თითები“) — შაქრის ნამცეცებით დაფარული, მოგრძო ბრტყელი ფორმის ბისკვიტის ნამცხვარი. სავოიარდი იოლად იწოვს წყალს და ამის შედეგად ძალიან რბილი ხდება. სავოიარდი — მრავალი ფრანგული დესერტის განუყოფელი ნაწილია, კერძოდ კი, ეს ნამცხვარი გამოიყენება ტორტი-ნაყინების, შარლოტკისა და ტირამისუს მომზადების დროს.

სავოიარდი
ალტერნატიული
სახელები
Ladyfinger, sponge fingers, Boudoir
ტიპი ნამცხვარი
რიგითობა დესერტი
წარმოშობის ადგილი სავოია
მთავარი
ინგრედიენტები
ფქვილი, კვერცხის ცილა, კვერცხის გული, შაქარი, შაქრის პუდრი

ისტორია რედაქტირება

სავოიარდი XV საუკუნის ბოლოს საფრანგეთის მეფის ვიზიტთან დაკავშირებით, სავოიის ჰერცოგების სასახლის კარზე იქნა გამოგონებული და სულ მალე სავოიის „ოფიციალური“ ნამცხვრის სტატუსიც მიიღო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება