ტერმინმა — სადიზმი, რომელიც სხვისი ტკივილით ან ტანჯვით სექსუალურ თუ სოციალურ დაკმაყოფილებას ან სიამოვნებას აღნიშნავს, ფართო გავრცელება ჰპოვა. ეს სიტყვა ფრანგი ფილოსოფოსისა და სექსუალური თვალსაზრისით, სასტიკი რომანებისა და პიესების ავტორის — მარკიზ დე სადის სახელიდან მომდინარეობს. სადიზმის პასიური ორეულია — მაზოხიზმი, რაც საკუთარი თავის ტანჯვის და ტკივილის გზით, სექსუალური სიამოვნების და დაკმაყოფილების მიღებას გულისხმობს. მაზოხიზმი სექსუალურ ფანტაზიებს და სექსუალური ლტოლვის ობიექტისგან ცემის, დამცირების, შეურაცხყოფის, დაბმის, წამების ან სხვა გზით ტანჯვის მიყენების მუქარას ან/და ქმედებებს ითვალისწინებს. სიტყვა „მაზოხიზმი“ მე-19 საუკუნის მწერლის — ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხისგან მომდინარეობს, რომლის რომანი „ვენერა ქურქში“ გაჯერებულია მაზოხისტური თემებით.

ფლაგელაცია-სადომაზოხიზმის ერთ-ერთი ფორმა


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.