საგოვანები (ლათ. Cycadopsida) — შიშველთესლოვან მცენარეთა კლასი. ხისებრი მცენარეებია. მათი ღერო ხშირად გორგლისებრია და ნიადაგშია ჩამალული, იშვიათად სვეტისებრია და 18-20 აღწევს. 3 მ-მდე სიგრძის გვიმრის მსგავსი ფრთისებრი ფოთლები ღეროს წვერზეა განლაგებული და ამით პალმას მოგვაგონებს. ორსახლიანი მცენარეებია. მიკროსპოროფილები განლაგებულია მიკროსტრობილებზე — მამრობით გირჩებზე. მეგასპოროფილები ან ფოთლის მსგავსია, მაგრამ უფრო პატარა და უქლოროფილო, ან შეკრებილია მეგასტრობილებად — მდედრობით გირჩებად.

საგოვანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  საგოსნაირნი
კლასი:  საგოვანები
ლათინური სახელი
Cycadopsida (Brongn., 1843)

საგოვანებს განეკუთვნება 9-10 გვარის 100-მდე სახეობა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საგოვანები მცენარეთა უძველესი ჯგუფია.

ლიტერატურა რედაქტირება