საგარეჯოს წმინდა შიოს ეკლესია

საგარეჯოს წმინდა შიოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში, ფანოზაშვილების სასაფლაოს გვერდით. განეკუთვნება სავარაუდოდ XVII-XVIII საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია.

შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. აფსიდი კონქითაა გადახურული. დარბაზი კი ნახევარცილინდრული კამარით.

2007-2008 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითნებურად აღადგინეს, ისე რომ გარედან ანგარს დაამსგავსეს. ეკლესიის გარეთა გადახურვა შიგნითა გადახურვის ფორმას იმეორებს და ცემენტის ხსნარითაა გადალესილი. ამრიგად ეკლესია გარედან ნახევარცილინდრული ფორმისაა.

ლიტერატურა რედაქტირება