საგადამხდელო ბალანსი

საგადამხდელო ბალანსიქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების ბუღალტრული ჩანაწერი.[1] ეს ტრანზაქციები მოიცავს გადახდებს განხორციელებულ: იმპორტსა და ექსპორტზე, საქონელზე, მომსახურებაზე, ფინანსურ კაპიტალსა და სატრანსფერო გადასახადებზე. საგადამხდელო ბალანსი დგება გარკვეულ პერიოდზე და ძირითადად ქვეყნის ადგილობრივ ვალუტაში. ეროვნული ფონდების წყაროები, როგორიცაა ექსპორტი ან შემოსავალი სესხებიდან და ინვესტიციებიდან, აღირიცხება როგორც დადებითი ბალანსის ანგარიშები. ხოლო იმპორტი და სხვა ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები აღირიცხება როგორც უარყოფითი ბალანსის ანგარიშები.

საგადამხდელო ბალანსის დაჯამებამ უნდა მოგვცეს შედეგი ნული, ყველა ნაირი სიჭარბისა ან დაკლების გარეშე. მაგალითად თუ ქვეყანაში იმპორტი აღემატება ექსპორტს, მისი სავაჭრო ბალანსი უნდა იყოს უარყოფითი, მაგრამ დეფიციტის დაბალანსება მოხდება სხვა საშუალებებით, მაგალითად: ინვესტიციებით, სხვა ქვეყნისგან ვალის აღებით ან ცენტრალური ბანკის რეზერვების გამოყენებით. დისბალანში შეიძლება იყოს მხოლოდ მთლიანი ბალანსის ცალკეულ ელემენტებში, მაგაალითად: მიმდინარე ანგარიშში, კაპიტალის ანგარიშში (ცენტრალური ბანკის რეზერვის ანგარიშის გამოკლებით) ან მათ ჯამში. ხანდახან გამოიყენება ტერმინები "დადებითი საგადამხდელო ბალანსი" ან "უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი", მაგრამ ეს ტერმინები ყოველთვის გამოიყენება მხოლოდ რომელიმე ერთი კომპონენტის მიმართ, მაგალითად ექსპორტ იმპორტის შეფარდებისას.

ფიქსირებული სავალუტი კურსის მქონე ქვეყნების შემთხვევაში ბალანსის შენარჩუნება მიიღწევა ცენტრალური ბანკის მიერ არსებული განსხვავების მიხედვით სავალუტო ბაზარზე ვაჭრობით, რითიც ხდება არსებული სავალუტო კურსის დაცვა. ფიქსირებული სავალუტო კურსის მეორე ფორმაა მართვადი მცურავი კურსი, რომლის დროსაც დასაშვებია კურსის გარკვეული ცვლილებები. სავალუტო კურსის მესამე სახეა - ვალუტის მცურავი კურსი, ასეთი სავალუტო რეჟიმის შემთხვევაში ცენტრალური ბანკი საერთოდ არ ერევა ვალუტის კურსის ფორმირებაში. ასეთ შემთხვევაში ვალუტის კურსს მხოლოდ ბაზარი განსაზღვრავს და არ ხდება ცენტრალური ბანკის რეზერვების ცვლილება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Economics 8th Edition by David Begg, Stanley Fischer and Rudiger Dornbusch, McGraw-Hill
  • Economics Third Edition by Alain Anderton, Causeway Press

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sloman, John (2004). Economics. Penguin, გვ. 516, 517, 555–559.