საბხატ გუზაილი — ლიბიის ყველაზე დაბალი წერტილი. ის ზღვის დონიდან 47 მეტრზე ქვემოთ მდებარეობს და წარმოადგენს სიდრის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთს. მდებარეობს ელ-ვახატის რაიონში, კირენაიკას რეგიონში.

საბხატ გუზაილის მდებარეობა

ტერიტორია დღეისთვის დამშრალია თუმცა ნეოლიტიკური სუბპლიუვიალის პერიოდში დატბორილი იყო.

აჯდაბია არის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მთავარი ქალაქი, რომელიც ზღვის დონის ქვემოთ მდებარე სანაპირო ზოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მარსა-ელ-ბურეიკა არის შედარებით მცირე ქალაქი რომელიც ამ ტერიტორიასა და ზღვას შორის მდებარეობს.