საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკი (კონსტანტინოვსკი)

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკი (რუს. Обелиск в честь 50-летия установления Советской власти) — ძეგლი-ობელისკი ქალაქ კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა 1967 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის აღსანიშნავად.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკი
რუს. Обелиск в честь 50-летия установления Советской власти
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი 1967
გარე სურათები
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკი

ისტორია რედაქტირება

საბჭოთა ხელისუფლება დონის მიწაზე დამყარდა თეთრგვარდიელებთან ბრძოლის შემდეგ. 1920 წლის დასწაყისში იგი საბოლოოდ დამყარდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკი დადგეს კომკავშირისა და კომუნისტური ქუჩების გადაკვეთაზე ქალაქ კონსტანტინოვსკში 1967 წლის ნოემბერში.

ძეგლი ააგეს მუშათა და დეპუტატთა რაიონული საბჭოს 1967 წლის 21 ივნისის № 222 გადაწყვეტილების შესაბამისად. ძეგლი-ობელისკის პროექტის ავტორია როსტოველი მოქანდაკე, „ოლქარქპროექტის“ ყოფილი მთავარი არქიტექტორი, როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის ხელმძღვანელი გრიგორ ივანეს ძე ვლადიმირი (1913-1996)[1]. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკის აგებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდებმა და ქალაქის სხვა მაცხოვრებლებმა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკი დამზადებულია სახიანი აგურისაგან და რკინის კარკასისაგან, რომლის შიგნითც ბეტონია ჩასხმული. ობელისკი შელესილია ცემენტით და გარედან მარმარილოს ფილებითაა მოპირკეთებული.

ობელისკი არის ოთკუთხა სტელა, რომლის სიმაღლეც არის 11 მეტრი, ხოლო ზომები 1,2х1,2 მეტრი. ობელისკის ყველა მხარეზე წარწერაა: 1917 - 1967. სტელა დგას ორიარუსიან რკინაბეტონის კვარცხლბეკზე. 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50-ე წლისთავის ობელისკს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, აღადგინეს ჩამოცვენილი მარმარილოს ფილები, კეთილმოაწყვეს ტერიტორია ობელისკის გარშემო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Михалевич Н. Эхо революции и Гражданской войны.//Семикаракорские вести.-2013.-25 мая.
  • Какурин Н. Е., Вацетис И. И. Гражданская война. 1918–1921 / Под ред. А. С. Бубнова и др. — СПб.: Полигон, 2002. — 672 с. с. — (Великие противостояния). — 5100 экз. — ISBN 5–89173–150–9.
  • Родионов В. Тихий Дон Атамана Каледина — М.: «Алгоритм», 2007. — 288 с. — ISBN 978-5-9265-0416-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება