საბუღრაოს ქედი

ქედი საქართველოში, იმერეთის მხარეში

საბუღრაოს ქედიქედი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მესხეთის ქედის განშტოება, გამოეყოფა დედაბერას მთასთან (1838 ), მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობაში სოფელ დეისთან. ქედის თხემი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნახევარზე მოსწორებულია. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ქედის ძირითადი ნაწილი შემოსილია ნაძვისა და რცხილის ტყეებით, უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურებს უკავია.

საბუღრაოს ქედი
კოორდინატები: 41°56′15″ ჩ. გ. 43°21′55″ ა. გ. / 41.937528° ჩ. გ. 43.365444° ა. გ. / 41.937528; 43.365444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია, ტუფი
საბუღრაოს ქედი — საქართველო
საბუღრაოს ქედი
საბუღრაოს ქედი — იმერეთის მხარე
საბუღრაოს ქედი

ლიტერატურა რედაქტირება