საბერძნეთის რეგიონები

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: საბერძნეთის პერიფერიები.

საბერძნეთის რეგიონები (ბერძ. γεωγραφικά διαμερίσματα) — გეოგრაფიული და ტრადიციული ტერიტორიული ერთეულები საბერძნეთში, რომლებსაც 1987 წლის ადმინისტრაციულ რეფორმამდე ასევე ოფიციალური ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდათ.[1] მიუხედავად იმისა რომ ისინი როგორც პირველი რიგის ადმინისტრაციული ერთულები ჩაანაცვლეს პერიფერიებმა, არაოფიციალურად ყოველდღიურ საუბარში რეგიონი მაინც ფართოდ გამოიყენება. არსებობს ცხრა რეგიონი,[2] ექვსი კონტინენტურ ნაწილზე სამი კუნძულოვანი.

დღეისთვის, საბერძნეთის ოფიციალური დაყოფით არის 13 პერიფერია. 9 კონტინეტურ ნაწილზე და სამი კუნძულოვანი, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 325 მუნიციპალიტეტად. ადრე ასევე არსებობდა 54 პრეფექტურა.

  1. თრაკია
  2. მაკედონია[3]
  3. თესალია
  4. ეპირი
  5. ცენტრალური საბერძნეთი
  6. პელოპონესი
  7. ეგეოსის კუნძულები
  8. იონიის კუნძულები
  9. კრეტა
საბერძნეთის რეგიონები

სქოლიო რედაქტირება

  1. Π.Δ. 51/87 “Καθορισμός των Περιφερειών της Χώρας για το σχεδιασμό κ.λ.π. της Περιφερειακής Ανάπτυξης” (პერიფერიების განსაზღვრა. პერიფერიების გნვითარება, მთავრობის ბიულეტენი) ΦΕΚ A 26/06.03.1987
  2. საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის რუკა/ NSSG (Εθνική Στατιστική Υπηρεσία Ελλάδος / ΕΣΥΕ). ([1] დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. )
  3. მაკედონიაში არის ერთი ავტონომიური რეგონი, აიონ-ოროსი (ათონის მთა).