საბალი (Sabal) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. 25-მდე სახეობა გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში (ვირჯინია, ფლორიდა), კარიბის ზღვის კუნძულებზე, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში (კოლუმბია, ვენესუელა).

საბალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  საბალი
ლათინური სახელი
Sabal

მათი ღეროს სიგრძე 30 მ აღწევს (ზოგიერთ სახეობას ძალიან დაბალი ღერო აქვს). იზღდება ნოტიო ქვიშიან და მლაშობ ნიადაგებზე მდინარეთა და წყალსატევების ნაპირზე, ზღვის სანაპიროზე.

მაღალტანიანი სახეობების მერქანს იყენებენ სამშენებლო მასალად, ფოთლის ბოჭკოს — უხეში ქსოვილებისა და ჭილობების დასამზადებლად. ნორჩ ფოთლებს ბოსტნეულად ხმარობენ. საბალის ზოგი სახეობა (Sabal palmetto, Sabal minor ანუ Sabal adansonii) მოჰყავთ ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე.

ლიტერატურა რედაქტირება