რუსული ფუტურიზმი (რუს. Русский футуризм) — რუსული ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულება; ტერმინი, რომელიც გამოიყენება რუს პოეტთა, მწერალთა და მხატვართა იმ ჯგუფის აღსანიშნავად, რომელთაც ტომაზო ფილიპო მარინეტის მანიფესტის პრინციპები მიიღეს.

რუსული ფუტურიზმი სავარაუდოდ დაიბადა 1912 წელს, როდესაც მოსკოვში მცხოვრებ მწერალთა ჯგუფმა 1910 წელს დააარსა ჰილეია (რუს.: Гилея [Gileya]) დავიდ ბურლიუკისა და მისი ძმების საკუთარ მამულთან ხერსონში, რომელსაც მყისვე შეუერთდა ვასილი კამენეცკი და ველიმირ ხლებნიკოვი,[1] ხოლო ალქსეი კრუჩენიხი და ვლადიმირ მაიაკოვსკი 1911 წელს) გამოსცა მანიფესტი სათაურით "სილა საზოგადოების გემოვნების სახეში". მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჰილეია რუსული ფუტურიზმის ყველაზე გავლენიან ჯგუფად ითვლება, სხვა ცენტრები ჩამოყალიბდა სანქტ-პეტერბურგში (იგორ სევერიანინის "ეგო-ფუტურისტები"), მოსკოვში ("ცენტრიფუგა", ბორის პასტერნაკთან ერთად), კიევში, ხარკოვსა და ოდესაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Selected Poems with Postscript, 1907–1914 (1914). ციტირების თარიღი: 2013-09-28.