რუსლან პოღოსიანი (დ. 12 ივლისი, 1982, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012, 2016) წევრი.

რუსლან პოღოსიანი
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1982 (1982-07-12) (41 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება სომეხი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1982 წლის 12 ივლისს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2007 წლებში იყო შპს „ალეკოს“ იურისტი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება