რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია — საქართველოს ეკლესიის ყოფილი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქია იყო. 2013 წლის 11 ოქტომბერს რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა რუსთავის ეპარქია და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია.

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

ისტორია რედაქტირება

იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზრვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს მითრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია “ეკლესიისა საფუძველი”. ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავის საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შედეგად მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებიდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავის და მარნეულის ეპარქია. 1997-2010 წწ. ეპარქიის მმართველი იყო მღვდელმთავარი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). ამჟამად ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

2013 წლის 11 ოქტომბერს მოხდა ეპარქიის გაყოფა და ჩამოყალიბდა რუსთავისა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიები[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება