რუმინეთის ტურიზმი

ტურიზმი რუმინეთში ფოკუსირდება ქვეყნის ბუნებრივ ლანდშაფტსა და მის მდიდარ ისტორიაზე. ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ტურიზმი კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისთვის მზარდად მნიშვნელოვანი წყარო ხდება. ყოველ წელს რუმინეთს 7-9 მლნ ადამიანი სტუმრობს. რუმინეთის ეკონომიკა ტურიზმისათვის უზარმაზარი პოტენციალით ხასიათდება. ვიზიტორთა რაოდენობა, 2002 წელს 4,8 მლნ იყო, 2008 წელს კი ამ რიცხვმა 8,9 მლნ შეადგინა. შემოსავალი კი 2002 წლიდან 400 მლნ-დან 2004 წლისთვის 607 მლნ-მდე გაიზარდა.[1] 2005 წელს, ტურიზმმა რუმინეთში €880 მლნ ევროს ინვესტიცია მოიზიდა.[2]

მარამურეშის ლანდშაფტი
დუნაის დელტა
ქალაქი სიბიუ

რუმინეთის ეკონომიკაში ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. 1990-იანი წლებიდან, ქვეყნის ხელისუფლებამ რუმინეთის კარპატებში სათხილამურო სპორტის განვითარების აქტიური მხარდაჭერა დაიწყო. ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ში 4%-ია, მისი წყალობით კი შექმნილია 0,8 მლნ სამუშაო ადგილი. კომერციის შემდეგ, ტურიზმი მეორე უმსხვილესი კომპონენტია რუმინეთის მომსახურების სფეროში. 2006 წელს, ქვეყანაში რეგისტრირებული იქნა 20 მლნ ღამისთევა საერთაშორისო ტურისტების მიერ, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4%-ით მეტი იყო. ცენტრალური ევროპის სავაჭრო ბაზრების დაახლოებით ორი მესამედი თავს რუმინეთში იყრის, რის გამოც ყოველწლიურად ფიქსირდება 2-3 მლნ ბიზნეს-მოგზაურობა, რომელთაგან 20% უცხოელები არიან.

2006 წელს, რუმინეთში 14 122 798 ტურისტმა დაისვენა. მთლიანმა შემოსავლებმა 4,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა; თითოეული ტურისტის მიერ დახარჯულმა თანხამ კი საშუალოდ 679$. დროთა განმავლობაში, რუმინეთი ევროპელ ტურისტთათვის პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხშირად უწევს შეჯიბრება საბერძნეთთან, იტალიასთან და ესპანეთთან.

რუმინეთს მაღალგანვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რაც მას ტურიზმთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და სერვისისათვის კარგ ბაზრად აქცევს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Europa World Year Book 2007, 48th edition, volume II, published by Routledge, London 2007, page 3746
  2. [1][მკვდარი ბმული]